пятница, 18 апреля 2014 г.

პროექტი სამცხე-ჯავახეთი პროექტის მთავარი იდეა: * მოსწავლეები გაეცნობიან და აღწერენ საქართველოს ამ უნიკალურ რეგიონს.                                        * უკეთ გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის ისტორიულ ბუნებრივ და ანთროპოლოგიურ                                          კულტურულ მემკვიდრეობებს.  პროექტის აქტუალობა: * მოიძიებენ ლიტერატურიდან და ინტერნეტიდან ინფორმაციას, ფოტოებს, ვიდეო მასალას და ლეგენდებს.                                       * შეისწავლიან: ჰავას, შიდა წყლებ, ს მინერალურ რესურსებს, ნიადაგის ტიპებს, გეოლოგიურ წარსულში მიმდინარე მოვლენებს, პროცესებს და მასთან დაკავშურებულ რელიეფის ფორმებს და ორიენტირებს.                                      * შექმნიან: ალბომს, მარტივ ანალოგს (რეგიონის გეგმას - მასზე დაიტანენ მნიშვნელოვან ანთროპოგენულ ისტორიულ და ბუნებრივ ძეგლებს), საპრეზენტაციო გაზეთებს, ვიდეოს და ფოტო-მასალებს.






პროექტის მიზანი: * რამდენად ადვილად, წარმატებულად შეისწავლიან და შეაფასებენ მოსწავლეები რეგიონს.
                               * რამდენად ადვილად გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას.
                               * რამდენად ხარისხიანი და ეფექტური იქნება მოძიებული ვიდეო-მასალა
                               * რამდენად შეძლებენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირის დადგენას.
                               * რამდენად ადვილად დაადგენენ ყველა იმ ფაქტორს რაც განაპირობებს ტურიზმის განვითარებას.

მოსალოდნელი შედეგი: * (პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას)
                                      * მოსწავლეები ღრმად შეისწავლიან და გაანალიზებენ რეგიონის უნიკალურ ისტორიულ და ანთროპოლოგიურ ქმნილებებს.
                                      * ჩაატარებენ ექსკურსიას.
                                      * გააკეთებენ ვიდეო კოლაჟს.
                                      * შექმნიან კედლის გაზეთს.
                                      * გადაიღებენ ფოტო-სურათებს.
                                      * მოახდენენ პრეზენტაციას სკოლაში.
                                      * დაგეგმავენ ამ კუთხის განვითარების პრიორიტეტებს.

უნარები: * ინფორმაციის მოპოვების და ორგანიზების უნარი.
                 * თანამშრომლობის 
უნარი.                  * კომუნიკაციის  უნარი.         

                 ისტორიულ-გეოგრაფიული * კვლევის  უნარი.

                 *   პრობლემების გააზრები  უნარი.

                 პრობლემების გადაჭრის გზების * ძიების  უნარი.

                 სივრცეში ორიენტაციის *  უნარი.

                 ისტორიული ეპოქის განცდის *  უნარი.

                 კვლევა ძიების *  უნარი.

                 გარემოზე პასუხისმგებლობის და * ზრუნვის  უნარი.

                 პრეზენტაციის *  უნარი.

რესურსები: * დამხმარე ლიტერატურა.
                   * ინტერნეტი.
                   * კომპიუტერი.
                   * ფოტო-აპარატი.
                   * ფორმატის ქაღალდი.
                   * თაბახის ფურცლები.
                   * საწერი საშუალებები.
პროექტის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს შეუძლია დრო და სივრცე. IX.1 გეო
თვალსაჩინოების, გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამების დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი. შეადგინოს თემატური რუკა. 

გარემო და ეკონომიკა: გეო IX.3 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გაანალიზოს საქართველოს ბუნებრივი პირობები. 
გეო IX.4 მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს საქართველოს ძირითადი ბუნებრივი და ანთროპოგენული ლანდშაფტები მათ სამეურნეო გამოყენებას

პროექტის საგნებთან კავშირი: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას: გეოგრაფიაში, ისტორიაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ხელოვნებაში.

პროექტის მსვლელობა: * მონაწილე მოსწავლეების რეგისტრაცია
                                     შემუშავდება ერთიანი სტრატეგიული * გეგმა
                                     * შეიქმნება ჯგუფები
                                     * შესასრულებელი სამუსაოების გადანაწილება
                                     * საორენტაციო მკითხვარების შექმნა
                                     * ფოტოების, ვიდეო-მასალის, მარტივი ანალოგის, კედლის გაზეთის გამზადება და                                        
გაფორმება
                                     
პროექტის შესრულების ვადები: 
სამუშაო ენა: ქართული
პროექტში მონაწილე კლასი
პროექტის ხელმძღვანელი: ქალაქ თბილისის, 175-ე საჯარო სკოლის, გეოგრაფიის პედაგოგი, ცარო მაისურაძე
ხელმძღვანელის ელფოსტა: caromaisuradze@gmail.com

                             
                           

Комментариев нет:

Отправить комментарий